1749744057
ჩორჩანას მკვიდრი ელგუჯა ხარაზიშვილი: ქართულ საგუშაგოს არანაირი დანიშნულება არ აქვს

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებული მოვლენები განიხილება, ჩორჩანას მკვიდრმა, ელგუჯა ხარაზიშვილმა ისაუბრა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, ელგუჯა ხარაზიშვილს, კითხვით მიმართა, თუ რა დანიშნულება აქვს აღნიშნულ საგუშაგოს და უზრუნველყოფს თუ არა უსაფრთხოებას, ან უსაფრთხოების პრევენციას.
რაზეც ელგუჯა ხარაზიშვილმა უპასუხა, რომ ჩორჩანას საგუშაგოს არანაირი დანიშნულება არ აქვს.
„ქართულ საგუშაგოს არანაირი დანიშნულება არ აქვს“, - განაცხადა ელგუჯა ხარაზიშვილმა.