შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტის ჩავარდნის დროს დაშავებული ერთი კაცის მდგომარეობა მძიმეა.
იგი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
„აპარატზეა გადაყვანილი ტრავმული შოკის გამო. ახალგაზრდა მამაკაცია, ექიმები ადგენენ რა დაზიანებები აქვს. მდგომარეობა მძიმეა - ქვედა კიდური აქვს მოტეხილი, ჯერ არ ვიცით ხერხემლის დაზიანება აქვს თუ არა“, - ამბობს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძე.
ინციდენტის დროს დაშავებული კიდევ ორი პირი ალადაშვილის კლინიკაში მოთავსებული, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.