2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
ქალაქ უდინეში ქართველი ემიგრანტი აივნიდან გადავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი, „დიასპორის სახლის“ წევრი, ირმა კაპანაძე ავრცელებს.
„რამდენიმე კვირის წინ უდინეში ახალგაზრდა ქალი აივნიდან გადავარდა. ფეხი დაუცდა, წონასწორობა დაკარგა და 9 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა. დავდიოდი რეანიმაციაშიც, დღესაც ვიყავი საავადმყოფოში, თვითონაც ვნახე, ექიმებს ველაპარაკე და ყველაფერი კარგადაა... სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და ორშაბათს სარეაბილიტაციო სტრუქტურაში გააგრძელებს მკურნალობას. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დამთავრდება. ძალიან კმაყოფილი ვარ...“ - წერს ირმა კაპანაძე.