მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ანანურში, გუდაურის გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი შეეწირა.
გავრცელებული ცნობით, მძღოლს ავტომობილში ჩაეძინა და საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა. შუახნის კაცმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა.
არსებული ცნობით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
პოლიციის ორი თანამშრომელი კი დაზიანებებით ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება პროკურტურამ დაიწყო.