ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, თბილისში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, გადაწყვეტილება პაციენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მიიღეს.
ჯეო ჰოსპიტალის საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის ინფორმაციით, ქალს ნეიროქირურგის მეთვალყურეობა სჭირდება.
„პაციენტი იყო მძიმე, მას ჰქონდა ტრავმები თავის არეში და არის საოპერაციო. აუცილებლად სჭირდება ნეიროქირურგის მეთვალყურეობა. ამიტომ მივიღეთ მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება“,- განამარტა ოთიაშვილმა.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში, სოფელ თოხლიაურთან, 14 თებერვალს მოხდა.
ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახნენ.
ავარიის შედეგად, დაიღუპა ერთი ოჯახის სამი წევრი, მამა შვილი და გარდაცვლილი კაცის სიდედრი.