„ორი შვილი დარჩა...“ - ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

ავარია

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი 37 წლის ნიკა ხატიაშვილია.

ხატიაშვილი ამავე სოფლის მკვიდრია.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხატიაშვილი თბილისში, ავტომობილების დაშლაზე მუშაობდა.
ახალგაზრდა კაცს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

შეგახსენებთ, სოფლის ცენტრში, მაღაზიასთან მდგომ ახალგაზრდებს მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად, ნიკა ხატიაშვილი ადგილზე დაიღუპა, სამი მამაკაცი კი დაშავდა. სხვადასხვა დაზიანებებით, ისინი წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს. მათგან ერთი, მკურნალობას თბილისში აგრძელებს.

სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა ის მალევე დააკავეს.