წყალი 14 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1786991120
სახლში, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეთადონი ინახებოდა, კარი არავინ გააღო. ირკვევა, რომ ამ ბინაში 40 წლის მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და ის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის დააკავა.
"კურიერის" ინფორმაციით, პოლიციამ ოპერატიული ინფორმაცია მიიღო, რომ წყნეთის ქუჩაზე ერთ-ერთი ბინა ნარკოდანაშაულის ადგილი იყო. სამართალდამცველებმა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და მალევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეთადონის კვალზეც გავიდნენ. ნარკოტიკი საძინებელ ოთახში იყო დამალული.
მეთადონთან ერთად ამოღებულია ელექტროსასწორი, წებოვანი ლენტები და ის ნივთები, რომლებიც ნარკოტიკის გასაყიდად მომზადებისთვის არის საჭირო. "კურიერის" ინფორმაციით, 40 წლის მამაკაცი სავარაუდოდ ე.წ. დამდები იყო და რეალიზაციას უწყობდა ხელს.
მტკიცებულებების გამოკვლევამდე ნარკოდანაშაულის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დამტკიცების შემთხვევაში, 40 წლის მამაკაცს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეთადონის გავრცელების ფაქტი ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებმა აღკვეთეს. ნარკოდანაშაულის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადებაც გაკეთდა.
უწყების ინფორმაციით, ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებები ყოველდღიურად ტარდება. კომპლექსური სამუშაოები მიმდინარეობს დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების გამოსავლენად და შემდეგ მათ დასაკავებლად.