„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
ახმეტაში, ჭიდაობის დროს გარდაცვლილი არასრულწლოვანი 16 წლის ვასიკო სიხარულიძეა.
სოფელ ქისტაურში მცხოვრები ბიჭი, სპორტით იყო დაკავებული და მძიმე წონაში ჭიდაობდა.
"არაჩვეულებრივი ბავშვი იყო, მოწესრიგებული, კარგი გაზრდილი. სპორტით იყო დაკავებული. ისეთი ბიჭი იყო, ოჯახიც და გვარიც მისით ამაყობდა. დაუჯერებელი ამბავია, ამ სოფლისთვის დიდი ტრაგედია", - ამბობენ ქისტაურში.
შეგახსენებთ, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მცხოვრები, ვასიკო სიხარულიძე, დღეს, სოფელ დუმასტურის სპორტულ დარბაზში, ვარჯიშის დროს გაკეთებული მანევრის დროს გარდაიცვალა.
ახალგაზრდას, სავარაუდოდ, თავის ქალის ფუძე დაუზიანდა.