1776887506
მძიმე ავარია მარნეულში - არიან დაშავებულები
მარნეული-სადახლოს გზაზე, სოფელ წერეთლთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
24News.ge -ის ცნობით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც 5 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.












