1777391077
საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. გადაიხედა აღკვეთი ღონისძიება და ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დარჩა. პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. გამოიკვლიეს ექსპერტიზის დასკვნები, საქმეში არსებული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები. ელისაშვილს წარდგენილი აქვს ორი ბრალდება, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტებზე.
პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი აცხადებს, რომ ალექსანდრე ელისაშვილის მიზანი იყო ხალხის დაშინება და სახელმწიფოს დესტაბილიზაცია.
"ტერორისტული მიზანი ამ შემთხვევაში გულისხმობს სწორედ იმას, რომ სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია იყო მიზანი და ასევე მოსახლეობის დაშინება. მოცემულ საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და ვითარება იქნა სრულად შეფასებული. ამ ვიდეო ჩანაწერებით ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეფასდებოდა ალექსანდრე ელისაშვილის ქმედება მხოლოდ ნივთის დაზიანებით,"- აცხადებს ანი ხუბეჯაშვილი.











