მდგმურმა ბინის მეპატრონეს 22 ტარანტული დაუტოვა, რომელთა ნაწილი ტერარიუმებიდან გაიქცა - შემთხვევა ბრიტანეთში მოხდა

ტარანტული

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სალფორდში, ყოფილმა მდგმურმა ბინის მეპატრონეს 22 ტარანტული დაუტოვა, რომელთა ნაწილიც ტერარიუმებიდან გაიქცა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მოიჯარეს გადასვლის შემდეგ, შხამიანი ობობების დიდი კოლექცია ბინაში დარჩა, რის გამოც მათი ნაწილი მოკვდა, ნაწილმა კი ტერარიუმებიდან გაქცევა მოახერხა. ბინის მეპატრონემ ყოფილ მოიჯარესთან დაკავშირება სცადა, თუმცა უშედეგოდ.

ამის შემდეგ, მან ადგილზე RSPCA-ს ცხოველთა სამაშველო სამსახურის ოფიცრები გამოიძახა. მათ ბინაში 4 ცოცხალი ტარანტული იპოვეს, რომლებსაც ახალ მეპატრონეებს გადასცემენ.

ობობების მეპატრონემ ტელეფონით საუბრისას აღიარა, რომ ეგზოტიკური არსებები უყურადღებოდ დატოვა ბინაში. მან მესამე პირის მეშვეობით ტარანტულებზე მეურვეობა RSPCA-ს გადასცა.

ყოფილმა მეპატრონემ, ბინაში მყოფი ტარანტულების ზუსტი რაოდენობის დასახელება ვერ შეძლო, თუმცა აღნიშნა, რომ მისი გამოთვლებით, იქ დაახლოებით 22 ობობა უნდა ყოფილიყო.