ხანძრის დროს სახლში ბავშვებიც იმყოფებოდა... - სენაკის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სახანძრო

სენაკის მუნიციპალიტეტ სოფელ ფოცხოში სახლი დაიწვა. შემთხვევის დროს, სახლში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვები. „საშინელება იყო… დროულად მოასწრეს გამოსვლა. მიზეზი უცნობია“,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.