15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს... - ავარიის დროს დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753560095
ქუთაისში, ჭახათას დასახლებაში ხანძარი იყო. ცეცხლი ბალახის საფარს გაუჩნდა. დამწვარია 5 ათასი კვ. მეტრი ფართობი.
ძლიერი ქარის და ადგილზე წიწვოვანი ტყის არსებობის გამო, არსებობდა ხანძრის მასშტაბების გაზრდის საფრთხე.
ადგილობრივებმა დაკვამლიანება შენიშნეს, რის შემდეგაც სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
ამ დროისთვის, ჭახათას დასახლებაში ხანძარი ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.