„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს ერთსართულიან ხის სახლში ქალი იმყოფებოდა.
მან გამოსვლა დროულად მოასწრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახნაძრო-სამაშველო ეკიპაჟი და პოლიცია.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.