ვნების შვიდეული დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ
1775413908
დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ხეობაში, ჯომარდობისას მდინარემ ორი ადამიანი გაიტაცა. ,,პრაიმტაიმის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთს კი, მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ჯგუფები. სამძებრო სამუშაოები ხეობაში ამ წუთებშიც გრძელდება.
ბოლო დღეებში მთაში გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდებულია.