17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
ბათუმში სამუშაოდ წასული 24 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, ანი მაჩაბელი "ორბის" საცხოვრებელი კომპლექსის მე-13 სართულიდან გადმოვარდა. ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა. დედის თქმით, მისი შვილი მოკლულია.
„ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა. ერთი კვირის წასულია. მუშაობა უნდა დაეწყო. გოგოსთან ერთად იყო. მე მას არ ვიცნობ. პოლიციაში ყოფილა უკვე დაკითხვაზე. მე ვურეკავ და ტელეფონი გათიშული აქვს. თუ მართალია, რატომ თიშავს ტელეფონს, მოვიდეს, დამელაპარაკოს“, - ამბობს გარდაცვლილი გოგოს დედა.