ინდოეთში 2 წლის ბიჭმა შხამიანი გველი, რომელიც თავს დაესხა, კბილებით დაგლიჯა - ქვეწარმავალი მოკვდა

ინდოელი ბიჭი

ინდოეთში, 2 წლის ბიჭმა, დაახლოებით 1 მეტრიანი შხამიანი გველი კბილებით დაგლიჯა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, კობრა ბიჭს ხელზე შემოეხვია, როდესაც ის საკუთარი სახლის ეზოში თამაშობდა. ამის შემდეგ, ბიჭმა გველს თავზე უკბინა და მოკლა.

როგორც ბიჭის ბებიამ თქვა, ბავშვის ხელზე გველის ნახვისთანავე მისკენ გაიქცნენ, თუმცა ბიჭს გველი უკვე მოკლული ჰყავდა.

მედიის ცნობით, გველისთვის კბენიდან მალევე, ბავშვმა გონება დაკარგა. ოჯახის წევრებმა ის ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანეს, შემდეგ კი სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯში გადაიყვანეს.

ექიმებმა დაადასტურეს, რომ გველი თავის ტრავმის შედეგად მოკვდა, რომელიც სავარაუდოდ ბიჭის ნაკბენისგან მიიღო. შემთხვევის შედეგად ბიჭის სხეულში გველის შხამი მოხვდა, თუმცა არა სასიკვდილო დოზა.

ამჟამად, 2 წლის ბიჭი საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობით გადის მკურნალობას, მისი მდგომარეობა სტაბილურია.