ეს იყო ახალი მოგზაურობის დასაწყისი. მოწვევა თანდათან მეგობრობაში გადაიზარდა, ახლა კი... - ლიზა იასკო
1779566125
გურჯაანში სურსათის უვნებლობის სამსახურის ოფისი იწვის.
ოფისი, გურჯაანის გლეხურ ბაზართან ახლოს მდებარეობს, ამავე შენობაშია სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური წარმომადგენლობა, ხოლო მოპირდაპირედ, საცხოვრებელი კორპუსებია განთავსებული.
შემთხვევის ადგილზე, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.