სერგეი ლავროვი სტამბოლში დაგეგმილ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს - მედია
1747237380
ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი მოზარდიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.
ერთ-ერთს ამ წუთებში ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება. მძიმეა მეორე მოზარდის მდგომარეობაც, რომელსაც დაჯახების შემდეგ თავის არეში მცირე ზომის ჰემატომა აღენიშნება. იგი ხელოვნური კომის მდგომარეობაშია გადაყვანილი.
რაც შეეხება მესამეს, მას ხელი აქვს დაზიანებული, პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და სტაციონარული მკურნალობა არ სჭირდება.
შეგახსენებთ, თამარ მეფის ქუჩაზე, მანქანა სამ მოზარდს დაეჯახა, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.