1755711092
დატბორილი ქალაქები და მოსახლეობის საგანგებო გაფრთხილება - იაპონიას ტაიფუნმა გადაუარა

იაპონიას ტაიფუნმა გადაუარა. ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.
ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, სტიქიამ წყალდიდობა გამოიწვია. დაიტბორა იაპონიის რამდენიმე ქალაქი, მათ შორის კაგოშიმა.
ძლიერი წვიმისა და ქარის გამო ქუჩაში ავტომობილებით გადაადგილება შეფერხებულია. იაპონიის მთავრობამ კი მოქალაქეებს მოუწოდა, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.
სტიქიამ, შესაძლოა, ქვეყნის სამხრეთით მეწყრული პროცესებიც გაააქტიუროს.