1755869287
,,საქართველოში ცხელი დღეები კვლავ დაბრუნდება… ზოგიერთ რაიონში +37 გრადუსი დაფიქსირდება” - მეტეოროლოგის განახლებული პროგნოზი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე განახლებულ ამინდის პროგნოზზე წერს:
"საქართველოში ცხელი დღეები კვლავ დაბრუნდება...
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე კონვექციური პროცესები გაძლიერდა, შავი ზღვიდან ფრონტალური ტალღით გრილი და ნოტიო ჰარეს მასების ხანმოკლე პერიოდით შემოჭრა დაფიქსირდა, ამიტომაც დასავლეთის დაბლობზე და სანაპირო კურორტებზე ძლიერი წვიმა აღინიშნა, აღმოსავლეთში კი გაძლიერდა ქარი.
მომდევნო 3 დღის განმავლობაში (22-24 აგვისტო) ანტიციკლონი თავის პოზიციას დაიბრუნებს და მოსალოდნელია მზიანი ამინდი, ყველგან დაცხება, დღისით ტემპერატურა +30…+35 გრადუსი იქნება, ზოგიერთ რაიონში კი +37 გრადუსამდე",-წერს კობა ფარტენაძე.