200 ათას დოლარიანი საქორწინო საჩუქარი - შორენა ბეგაშვილი თაფლობის თვიდან კადრებს გვიზიარებს
1784144594
კასპში, ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს, თამო მოდრეკილაძეს მეგობრები სოციალური ქსელის საშუალებით ემშვიდობებიან და ემოციურ პოსტებს აქვეყნებენ.
„თამო, ჩემო ყველაზე კარგო ადამიანო… რატომ? რატოოომ? ახლა ვინ მომისმენს, ვინ გაიზიარებს ჩემს პრობლემებს, ვინ დამარიგებს და დამამშვიდებს? მიყვარხარ, მიყვარხარ უსასრულოდ...“
„თამო, ეს რა დღე დაგვიდგა, რა გვეშველება, რა ვქნათ უშენოდ... წაგიყვანა შენმა შეყვარებულმა ზეციურ სამყოფელში. შენ მოგიკვდი მე, შვილოო“.
„ჩვენი ანგელოზი ხარ თამო. ვერ ვიჯერებ და არ მჯერა... შენი სიცილი ახლაც ჩამესმის, შენი სითბო და სიყვარული არასდროს დამავიწყდება. ყოველთვის სიხარულით ვხვდებოდით... ვერ ვსაუბრობ, სიტყვები ზედმეტია ამ რეალობისთვის.
მიყვარხარ და სულ ჩემს გულში იქნები, ჩემო ლამაზო და ტკბილო გოგო“, - წერენ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 19 წლის თამო მოდრეკილაძე კასპი-კავთისხევის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.