უახლოეს დღეებში საქართველოში ცხელი ამინდია მოსალოდნელი - განახლებული პროგნოზი

ცხელი ამინდი

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში უმეტესად ცხელი და მზიანი ამინდი შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29-დან +33 გრადუსამდე იქნება.

შედარებით არამდგრადი ამინდი შაბათიდან არის მოსალოდნელი. ქვეყნის ცალკეულ რაიონებში დღის მეორე ნახევარში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს.

კვირასაც შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა, თუმცა ზოგან კვლავ მოსალოდნელია წვიმა და ჭექა-ქუხილი. მომდევნო კვირის დასაწყისიდან სიცხე კიდევ უფრო მოიმატებს და ჰაერის ტემპერატურა +33 გრადუსამდე აიწევს.