200 ათას დოლარიანი საქორწინო საჩუქარი - შორენა ბეგაშვილი თაფლობის თვიდან კადრებს გვიზიარებს
1784144594
აშშ-ში 36 წლის ქართველ ადვოკატს მძიმე ბრალი წარუდგინეს – ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
აშშ-ის ნიუ-იორკის შტატში 36 წლის ქართველ ადვოკატს, დიანა ქუთათელაძეს, მძიმე ბრალდებები წარუდგინეს. გამოძიების ინფორმაციით, ის სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, რის შედეგადაც მომხდარ მრავალმხრივ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ტრაგედია 15 მარტს, დაახლოებით 22:13 საათზე, ნასაუს ოლქში მოხდა. ნიუ-იორკის შტატის პოლიციის ცნობით, დიანა ქუთათელაძე ავტომობილით დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა, როდესაც ჯერ BMW-ს შეეჯახა, შემდეგ კი საჭეზე კონტროლი დაკარგა, გადაკვეთა გამყოფი ზოლი და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა.
ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპნენ 82 წლის დონალდ მაქსველი და 88 წლის ლისენტ მაქსველი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისინი მეუღლეები იყვნენ და ეკლესიიდან სახლში ბრუნდებოდნენ. კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა.
გამოძიების მონაცემებით, დიანა ქუთათელაძის სისხლში ალკოჰოლის შემცველობა კანონით დაშვებულ ნორმას აღემატებოდა, ხოლო ავტომობილი დაახლოებით 70 მილი/საათის (112 კმ/სთ) სიჩქარით მოძრაობდა. სასამართლოში ბრალდებულმა დაადასტურა, რომ საჭესთან დაჯდომამდე ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული, თუმცა წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო.
დიანა ქუთათელაძეს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებებში ავტომობილით მკვლელობა, პირველი და მეორე ხარისხის გაუფრთხილებლობით მკვლელობა, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა და სახიფათო მართვა.
სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და გირაოს გარეშე დატოვა.