1781607543
ბათუმში, ზღვაში უცხო ქვეყნის მოქალაქე გაუჩინარდა - ძლიერი შტორმის გამო სამძებრო სამუშაოები ვერ ხერხდება
ბათუმში ზღვაში ახალგაზრდა კაცი გაუჩინარდა - თვითმხილველების ინფორმაციით, 39 წლის მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში ე.წ. პიერ ბათუმის ხიდიდან ზღვაში გადახტა.
შემთხვევა, დაახლოებით, 19:00 საათზე მოხდა. ადგილზე სამძებრო სამუშაოები ძლიერი შტორმის გამო ვერ ხერხდება.
შემთხვევიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილზე სამაშველო სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სანაპიროს მონიტორინგს ახორციელებდნენ.
39 წლის კაცი ბელორუსის მოქალაქეა.
გონიოში ავარია მსხვერპლით დასრულდა
1781631706











