1753353596
ავარია სურამთან - რა დეტალები ვრცელდება შემთხვევის ადგილიდან

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სურამთან. თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო დაგორდა და მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. ინფორმაცია და ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„მოსახლეობის ერთობით და დახმარებით მსუბუქი ავტომობილის მგზავრები გადმოიყვანეს ცოცხლები“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.