ავარია მარნეულში - რა არის ცნობილი

ლენტა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, შუქნიშანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოძრავმა Toyota Prius-მა კონტროლი დაკარგა და წრიულ გზაჯვარედინზე შევარდა.

შემთხვევის შედეგად მძღოლი მსუბუქად დაშავდა, თუმცა ავტომობილი დაზიანდა.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.