„დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ რომ ოქროსფერ ოკეანეში ცურავთ...“ - რიტუალი რომელიც 10 მაისს უნდა ჩაატაროთ

მზე

მზის რიტუალი: „ ოქროსფერი ოკეანე“

რადგან კვირაა და მთვარე თევზებში, გირჩევთ:

გადით მზეზე ან გამოაღეთ ფანჯარა და დადექით მზეზე, გაშალეთ ხელები,დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ რომ ოქროსფერ ოკეანეში ცურავთ. თქვით: „მზე მავსებს სინათლით და ინტუიციით. ჩემი გული ღიაა სიყვარულისთვის, ჩემი გონება — სიუხვისთვის. მე ვარ მშვიდი, მე ვარ დაცული, მე ვარ ბედნიერი. ბარაქა მოდის ჩემთან!“.

• რატომ მუშაობს: მზე მართავს სიცოცხლის ძალას, თევზები კი — ქვეცნობიერს. კლებადი მთვარის ფაზაში ეს რიტუალი გეხმარებათ ემოციური "წმენდისთვის" და ენერგიის ახალი კვირისთვის მოსამზადებლად.

მზით სავსე კვირა დღეს გსურვებთ!

დაე, ძალა იყოს ჩვენთან