ავარია გონიოში - რა ვითარებაა ადგილზე

ავარია გონიოში

გონიოში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. დაშავებულები ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილი.

ადგილზე სამართლადმცველები იმყოფებიან და როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადებს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.