კახა კალაძე: პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ, ირაკლი კობახიძე შემართებით, პროფესიონალიზნით და პატიოსნებით ღირსეულად უძღვება თავის საქმეს

კახა კალაძე

გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო, თავისი ქმედებებით და განცხადებებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

მისივე განმარტებით, ღარიბაშვილის განცხადებები უსაფუძვლოა და  პოლიტიკურ სპეკულაციებს  ემსახურება.

„პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ. ირაკლი კობახიძე ღირსეული პრემიერ-მინისტრია. ის თავისი შემართებით, პატიოსნებით პროფესიონალიზმით უძღვება თავის საქმეს. სამწუხაროდ, გუნდის ყოფილი ლიდერი განცხადებებს აკეთებს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. 2012 წლიდან ერთად ბევრი სირთულე გამოვიარეთ. მასზე ადამიანურად გული მწყდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.