თბილისში, ბინაში მცხოვრებმა, კარადაში გველი ნახა
1781293794
კახეთში, მამას 14 წლის შვილის გაუპატიურებას ედავებიან.
მომხდარის შესახებ, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არასრულწლოვანმა მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, სკოლაში მოყვა.
სკოლის დირექციამ კი, მომხდარის თაობაზე, სამართალდამცველებს შეატყობინა.
„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი მამაკაცი, არასრულწლოვან შვილზე, 13 წლის ასაკიდან ძალადობდა.
მამაკაცს ბრალი უკვე წაუყენეს, ხოლო არასრულწლოვანი მესამე პირის ოჯახშია გადაყვანილი.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე მუხლით დაიწყო.