1761855398
„არ მიშვებდნენ დე, არაა... იქნებ გშველოდი ჩემი გვერდით ყოფნით...“ - ესპანეთში გარდაცვლილი 3 წლის გოგონას დედა
 
                                                                ესპანეთში, ქართველების ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას უცხოური მედია ეხმაურება.
ესპანური სააგენტოს ცნობით, გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადმოვარდა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები მის გადარჩენას 1 საათის განმავლობაში ცდილობდნენ, მცირეწლოვანი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სტატიას შემდეგი აღწერით გარდაცვლილი გოგონას დედა, ანი რევიშვილი აზიარებს.
„არ მიშვებდნენ დე, არაა, იქნებ გშველოდა ჩემი გვერდით ყოფნით, მაგრამ არ მიშვებდნენ, დედიკოო“ - წერს ახალგაზრდა ქალი.
ცნობისთვის, 3 წლის ადელინა 2 დღის წინ გარდაიცვალა. ოჯახი და ახლობლები საქართველოში ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენებას ითხოვენ.
 
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                    










