1761855398
„ანგელოზებთან გაფრინდა პატარა ანგელოზი...“ - ქუთაისში 3 წლის ბავშვი აივნიდან გადავარდა
 
                                                                სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან, მეექვსე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
„ანგელოზებთან გაფრინდა პატარა ანგელოზი... დილით ზაფხული ჩამქვრალა ჩვენს ქუჩაზე... მიაბიჯებდა ღრუბლებში, ნელ-ნელა მიუყვებოდა წყებად დაფენილ საფეხურებს, გვერდს ლამაზი, თეთრი ანგელოზები უმშვენებდნენ. ამბობენ სიკვდილის ანგელოზს შერცხვა და თავი დახარაო... მზე გვიცქერდა ზეციდან, მისი ღიმილიაო ამბობენ!... მიწა ეწვოდაო დედამიწას, ზეცა დაჰყურებდა დარჩენილთა ცოდვა-ბრალს. უფალი შეეგება ,,ღიმილის გოგოს " შუბლზე აკოცა და გულში ჩაიკრაო ამბობენ,“ - წერს პოსტის ავტორი.
 
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                    










