ამ წუთებში, ძლიერი ხანძარია ასპინძაში - რა დეტალები ხდება ცნობილი

ხანძარი ასპინძაში

ამ წუთებში, ძლიერი ხანძარია ასპინძაში.

ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა. 

ინფორმაციას და შემთხვევის ამსახველ კადრებს ადგილიდან  TOK2Region-ი ავრცელებს. 

როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, მეხანძრე-მაშველების ჯგუფები ადგილზე არიან და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. მათივე ცნობით, დაშავებულების შესახებ უწყებაში ინფორმაცია არ შესულა. 

დამატებით დეტალებს „პრაიმტაიმი“ მიღებისთანავე გაცნობებთ.