1779568738
"2 ცხედარი მდინარეში, გამთენიისას, იპოვეს..." - ტრაგედია გალის რაიონში
უბედური შემთხვევა მოხდა ოკუპირებულ გალის რაიონში, აჩიგვარასთან. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 პირი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმიდან საქონლით დატვირთული გაზელის მარკის ავტომობილი მდინარეში გადავარდა.
2 ადამიანის ცხედარი მოსახლეობამ გამთენიისას მდინარეში იპოვა. ერთ-ერთი გარდაცვლილი შუა ხნის ქალი ინდირა აგუმავაა, მეორე კი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა.
შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა.












