თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1778523213
ნოე სულაბერიძის გადაცემის სტუმარი ილია მეორის დაცვის უფროსი ვანო კობაიძე იყო, რომელმაც ბევრი საინტერესო ამბავი გაიხსენა პატრიარქის ცხოვრებიდან. ვანო კობაიძემ კოვიდის პერიოდიც გაიხსენა.
„ძალიან რთული პერიოდი იყო. დავუძახე ჩემს ბიჭებს და ვუთხარი, რომ 4 კაცი ვიკეტებით. დავივიწყოთ ოჯახები ეს პერიოდი. რა თქმა უნდა დამთანხმდნენ. 4 თვე საპატრიარქოდან არ გავსულვართ. მეუღლე დამიდგა ძალიან გვერდით. ესმოდა, თუ ვის ვემსახურებოდი, თავადაც ეკლესიური წრიდან იყო, სემინარია ჰქონდა დამთავრებული. დღეები გადიოდა ისე, რომ ბავშვებს ვერ ვნახულობდი. კოვიდის პერიოდში ჩატარებულ სააღდგომო წირვის შემდეგ პატრიარქი იყო ძალიან გახარებული, ყველაზე გახარებული პატრიარქი მე მაშინ ვნახე. წირვის დასრულების შემდეგ თქვა, რომ დღეს საქართველომ გაიმარჯვა“ - იხსენებს ვანო კობაიძე