36 ადამიანის საკვებით მოიწამლა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერის" საწარმოო პროცესი შეუჩერა
1779445140
ყოვლად სომეხთა კათალიკოსი გარეგინ II შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.
„თქვენი გამორჩევა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი თქვენი მრავალწლიანი ერთგული მსახურების ნათელი დასტურია“, - აღნიშნულია გარეგინ II-ის წერილში.
ყოვლად სომეხთა კათალიკოსმა მისალოც წერილში აგრეთვე განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ „სომხურ და ქართულ ეკლესიებს შორის არსებული მრავალწლიანი ძმური კავშირები, რომლებიც მდიდარ სულიერ და ისტორიულ მემკვიდრეობაზეა დაფუძნებული, მომავალშიც შექმნის თანამშრომლობის მყარ საფუძველს“.
გარეგინ II-მ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უსურვა მრავალი წელი ემსახუროს ქართული ეკლესიისა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.