1777824488
Wizz Air ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
მსოფლიო ავიასაწვავის კრიზისს ებრძვის - რეისების უმრავლესობა უქმდება, ტურისტული სეზონი, შესაძლოა ჩავარდეს. ამის მიზეზი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტია, რის გამოც თვითმფრინავის საწვავი მნიშვნელოვნადაა გაძვირებული.
ცოტა ხნის წინ, რამდენიმე უცხოურმა გამოცემამ, მათ შორის, „რაინეარის" წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ავიასაწვავის კრიზისმა ყველაზე მეტად Wizz Air-ი დააზარალა. ამ თემაზე უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად „პრაიმტაიმი" ავიაკომპანიას დაუკავშირდა.
კითხვაზე ემუქრება თუ არა Wizz Air-ს საწვავის კრიზისი და გაუქმდება თუ არა ფრენები ზაფხულის სეზონზე, ავიაკომპანიის წარმომადგენელმა ასე გვიპასუხა:
„ეს ინფორმაცია არის აბსურდი, რადგან Wizz Air-ს ამ მიმართულებით საკმაოდ ძლიერი ბალანსი აქვს. 18 თვით ადრე იწყებს მზადებას შემდეგი პერიოდისთვის. ფლოტის 75%-ი შედგება 320 ნეო-ოჯახის თვითმფრინავებისგან, რაც როგორც იცით, უზრუნველყოფს სტრუქტურულ ხარჯობრივ უპირატესობას ევროპაში მოქმედებ სხვა ავიაკომპანიებთან შედარებით. შესაბამისად, მომავალი 18 თვის განმავლობაში შეიძლება ითქვას , რომ Wizzair-ს საწვავის მარაგი მზად აქვს.
რაც შეეხება ფრენების გაუქმებას - ავიასაწვავის კრიზისი არ გახდება ამის მიზეზი".
ამ თემასთან დაკავშირებთ Wizz Air-მა სპეციალური განცხადებაც გაავრცელა:
„ავიაკომპანია Wizz Air-ს აქვს ძლიერი ბალანსი, მნიშვნელოვანი ლიკვიდობა და ავიაფლოტის დაფინანსებას 18 თვით ადრე უზრუნველყოფს. ლიზინგ კომპანიებისა და სხვა ფინანსური პარტნიორების მაღალი ინტერესიც ნათლად მიუთითებს ავიაკომპანიის ფინანსურ სიმყარეზე.
Wizz Air ავიაციის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანად დაცული ავიაკომპანიაა საწვავის ფასების მკვეთრი ცვლილებების რისკებისგან. ამასთან, ჩვენი ფლოტის 75% Airbus A320neo ოჯახის თვითმფრინავებისგან შედგება, რაც ევროპაში არსებულ ავიაკომპანიებთან შედარებით გვაძლევს სტრუქტურულ ხარჯობრივ უპირატესობას — მნიშვნელოვნად დაბალი საწვავის მოხმარებისა და მაღალი ეფექტიანობის ხარჯზე. კომპანია ასევე ინარჩუნებს ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობებს წამყვან ლიზინგ კომპანიებსა და მწარმოებლებთან და შეუფერხებლად ახორციელებს საკუთარი ფლოტის განვითარების სტრატეგიას.
ჩვენ აქტიურად ვაფართოებთ ოპერირებას სტრატეგიულ ბაზრებზე. ჩვენი მთავარი ფოკუსი უცვლელია — შევთავაზოთ მგზავრებს ყველაზე დაბალი ტარიფები და მოვემსახუროთ ერთ-ერთი ყველაზე ახალი და საწვავეფექტიანი ავიაფლოტით თითოეულ მომხმარებელს.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air ოპერირებს 262 Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდით. გამოცდილი საავიაციო პროფესიონალების გუნდი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air 2025 ფინანსურ წელს 63.4 მილიონი მგზავრისთვის სასურველ არჩევანად აქცია. Wizz Air ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი WIZZ-ის ტიკერით. Wizz Air ასევე აღიარებულია „ყველაზე მდგრად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად” 2021-2025 წლებში World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში. 2026 წელს, Cirium-ის — საავიაციო ანალიტიკური კომპანიის შეფასებით, Wizz Air-მა გლობალური ავიაკომპანიების ემისიების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა, ემისიების ინტენსივობის შემცირების მიმართულებით მიღწეული პროგრესის გამო. 2025 წლის სექტემბერში, Airline Economics Sustainability Awards Gala-ზე კომპანიამ მიიღო ჯილდო „Sustainable Airline of the Year 2025”.











