ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
ლამპრობა სვანეთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. იგი მირქმის დროს აღინიშნება.
ამ დღეს მოსახლეობა ცეცხლს საფლავებზე ანთებს. ისინი ღმერთს მიცვალებულების იმქვეყნიურ კეთილდღეობას სთხოვენ.
„ლამპრობას" სვანები წმინდა გიორგის სთხოვენ შეეწიონ ჩვენ ქვეყანას, თემს, სოფელს, ოჯახს. უმრავლეო ქუდის დამხურავი საქართველოს. არ მოაკლოო შენი მფარველობა. შეგვეწიოს წმინდა გიორგი. ლამპრობის მადლი შეგეწიოთ!",- წერს ადგილობრივი მესტიიდან.
სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ვიდეო, სადაც სოფელ ბარში გურჩიანების ოჯახში ლამპრობის დღესასწაულს აღნიშნავენ.