მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება - სად ელოდებიან ამინდის მკვეთრ გაუარესებას
1783976044
თეო ხაბულიანი, გადაცემა „ღამის პრაიმთაიმში“ სასწაულის შესახებ ჰყვება, რომელიც მას გადახდა.
„ძალიან რთულია, როდესაც 28 წლის გოგო, 2 შვილის დედას უცებ დაგცვივდება თმები, 30 კილოს მოიმატებ და უცებ გეუბნებიან, რომ შენ სიკვდილის პირას ხარ და ოპერაცია გჭირდება.
ეს იყო 31 დეკემბერი, ახალი წლის ღამე, როდესაც მე ჩემი დიაგნოზი შევიტყვე, ვიჯექი ბავშვებთან ერთად და ვეუბნებოდი, რომ ბავშვებო სთხოვეთ ღმერთს, რომ მე გადამარჩინოს, რადგან ბავშვების ლოცვა არის განსაკუთრებული.
ძალიან მძიმე დიაგნოზი მქონდა, ოპერაციის დროს ღმერთის ნებით, ჩემი თავის დონორი გამხადეს. ყველას ლოცვა მესმოდა კომაში“,- ჰყვება თეო ხაბულიანი.