„ექვსოთახიანი ბინა ვიყიდე... ეს არის ჩემი ოცნების სახლი“ - თამო ვაშალომიძე სახლის კადრებს აქვეყნებს
1777492330
„მეგობრებო, კარგათ ვართ ყველანი, ვერ გპასუხობთ. მიყვარხართ“, - წერს ჟურნალისტი ირაკლი ყურაშვილი სოციალურ ქსელში.
ამავე პოსტის კომენტარში განმარტავს, რომ ბათუმში, მის საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა მცხოვრებლები დროულად გაიყვანეს.
„მეგობრებო, გვერდით სადარბაზოში გაჩნდა ხანძარი და გადმოვიდა ჩემთანაც, მშობლები მარტო იყვნენ და დროულად გამოიყვანეს, კარგად ვართ ყველანი“, - წერს ირაკლი ყურაშვილი.
ცნობისთვის, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.