1776852218
„უზმოზე თაფლიანი წყალი აძლიერებს იმუნიტეტს” - მაია ბუწაშვილი გავრცელებულ სამედიცინო მითზე საუბრობს
ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს.
"სამედიცინო მითებს შორის ამჟამად ერთ-ერთი საყოველთაოდ გავრცელებული: “უზმოზე თაფლიანი წყალი აძლიერებს იმუნიტეტს”. ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, არც ბიოლოგიური მექანიზმი. საიდან მოვიდა და პირველად ვინ გამოიგონა, კაცმა არ იცის. არც იმუნიტეტს აძლიერებს და არც სხვა რაიმე სარგებელი აქვს", - წერს ბუწაშვილი.











