წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1773866558
„ჩვენი პატრიარქი ეპოქალური მოღვაწეა და მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე მთლიანად ქრისტიანული სამყაროსთვის," - ამის შესახებ მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, ნონა გაფრინდაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
„მადლობით მინდა დავიწყო, უწმინდესო და უნეტარესო, მადლობა თითოეული დღისთვის, გატარებული ფიქრში, რომ დაგეცვათ და გაგემტკიცებინათ ენა, მამული, სარწმუნოება. მადლობა ჩვენი ტრადიციების, ოჯახური ღირებულებების და ღირსების დაცვისთვის. მე მინდა თანავუგრძნო მთლიანად საქართველოს. ჩვენი პატრიარქი ეპოქალური მოღვაწეა და მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე მთლიანად ქრისტიანული სამყაროსთვის“, - აღნიშნა ნონა გაფრინდაშვილმა.