მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
უმიზეზოდ, ადამიანები ტელევიზიიდან, რომლის აშენებაში დიდი როლი ითამაშეს არ მოდიან - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ტვ „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე მთავარი არხის და ვანო ჯავახიშვილის გუნდის მიმართ დაწყებულ ხმაურს.
უმიზეზოდ, ადამიანები ტელევიზიიდან, რომლის აშენებაში დიდი როლი ითამაშეს არ მოდიან - წერს სოციალურ ქსელში ტვ „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.
„უმიზეზოდ, ადამიანები ტელევიზიიდან, რომლის აშენებაში დიდი როლი ითამაშეს, არ მოდიან!!! თუ ვინმე ფიქრობს (და მეც ასევ მოვიქეცი) რომ ყოფილ სამსახურზე არ უნდა ილაპარაკო, ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმეს სათქმელი არ აქვს! ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვინ რას აკეთებდა, როგორ და რანაირად, როდესაც ფორსმაჟორში არხი იყო გასაშვები, ჩემზე კარგად არავინ იცის !!! მეხსიერება კომპიუტერი არ არის DELETE-ს ღილაკით წაშალო მართლა ყველაფერი!“ - წერს ნოდარ მელაძე Facebook-ზე
ნოდარ მელაძის სტატუსს ეხმიანება „მთავარი არხის“ ყოფილი წამყვანი თამარ ბაღაშვილი რომელიც წერს - „რამდენი „გმირი“ და „მორალისტი“ ყოფილა, ვეღარ ვითვლი“, რაზეც მელაძე პასუხობს - „ყველას ყველაფერი გაუკეთებია, ჩვენ მატყლს ვჩეჩავდით ალბათ“ .