ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
უკრაინაში დაღუპული რატი შურღაია გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს.
38 წლის ქართველი მებრძოლი ქალაქ იზიუმთან შეტაკებებისას დაიღუპა. რუსი ოკუპანტების მიერ კასეტური ბომბების ჩამოგდების შედეგად მან თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ჭრილობები მიიღო.
რატი შურღაია წარმოშობით სენაკიდან იყო. მას უკრაინელი მეუღლე ჰყავს. შურღაია ომის დაწყების პირველივე დღიდან წინა ხაზზე იბრძოდა. უკრაინაში, რუსი ოკუპანტების თავდასხმებს უკვე 10-ზე მეტი ქართველი შეეწირა.