მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, არკადი კასრაძე და ზაზა ბიწაძე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ისინი ლუჰანსკის ოლქში 16 აპრილს დაიღუპნენ.
40 წლის არკადი კასრაძე ერგნეთში დაკრძალეს. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი იყო, იბრძოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.
„მისი თანამებრძოლებისგან ვიცი, რომ არკადიმ მოასწრო 2 ჩეჩენი ტერორისტის განეიტალება. როდესაც არკადი აზღვევდა მისი თანამებრძოლების საცეცხლე პოზიციაზე უსაფრთხო გადაყვანას, მაშინ მიიღო სასიკვდილო ჭრილობა. ეს ადამიანები არიან გმირები," - განაცხადა არკადი კასრაძის ნათესავმა.
50 წლის ზაზა ბიწაძე რუსთავში დაკრძალეს. ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა. იყო აფხაზეთის ომის ვეტერანი.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, 24 თებერვლიდან, უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.