შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას ურჩევს, რომ 29 აპრილამდე ეცადონ და ყველაფერი მნიშვნელოვანი გააკეთონ, რადგან შემდეგ დაბნელებების დერეფანი გველოდება.
„29 აპრილს, პარასკევს პლუტონი, ერთ-ერთი დამანგრეველი პლანეტა, მორიელის მმართველი, 5 ოქტომბრამდე უკუმავალი, რეტროგრადული ხდება. ეს ნიშნავს, რომ ცოტა მეტი სიფრთხილეა მიწისქვეშა კომუნიკაციებთან საჭირო. ნაკლები შეხება მეტროსთან, სარდაფებთან, მიწისქვეშა გადასასვლელებთან, მღვიმეებთან, გამოქვაბულებთან, რადგან მიწის ქვეშეთს მართავს პლუტონი.
მოიმატებს ვენერიული დავაადებების ალბათობა, ასევე, საეჭვო ინტიმური კონტაქტების ალბათობაც, რამაც შეიძლება, დამანგრეველი ელფერი შესძინოს ზოგიერთ ურთიერთობას.“ - ამბობს ცაგარელი გადაცემაში „იმედის დილა“.