მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპული მეორე ქართველი აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდაა.
25 წლამდე ნიკოლოზ შანავა ძმასთან და ქართველ თანამებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა სანგარში.
ისინი ხარკოვთან დავალებას ასრულებდნენ, შეტაკების შემდეგ კი რუსმა ოკუპანტებმა ტერიტორია დაბომბეს, რასაც 2 ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

„ნიკოლოზ შანავა უკრაინის ომში დაიღუპა, უკრაინაში იბრძვის მისი ძმაც, მამა კი აფხაზეთის ომის მონაწილეა. დიდება გმირებს”, _ წერენ სოციალურ ქსელში.
გარდა ამისა, გუშინ უკრაინაში დაიჭრა 5 მებრძოლი.
ქართველი მებრძოლების ცნობით, ფრონტის ხაზიდან ყველა მათგანი გამოყვანილია.
ისინი უკრაინის ერთ-ერთ ბატალიონში - "კარპასკა სიჩში"ირიცხებოდნენ, რომელსაც გოჩა ხორავა ხელმძღვანელობს. ხარკოვთან ბრძოლები ამ დრომდე მიმდინარეობს.