თბილისის №198 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1788639796
ტყიბულში დავით გობეჯიშვილის სამოქალაქო პანაშვიდები მიმდინარეობს. გარდაცვლილი მებრძოლის ოჯახი სამძიმარს დილიდან იღებს. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მშობლიურ ქალაქში გვიან ღამით გადაასვენეს. მას თანაქალაქელებმა საპატიო დახვედრა მოუწყვეს.
ტყიბულში პანაშვიდები ორი დღე გაგრძელდება, კვირას კი დავით გობეჯიშვილს საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.