მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გიდები და მედიის წარმომადგენლები ბახმაროს ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ. ინფოტური გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა.
სამთო გამყოლები ადგილზე გაეცნენ თუ რა შესაძლებლობები აქვს ბახმაროს ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის, ასევე დაათვალიერეს ბახმაროს ტურისტული ინფრასტრუქტურა, საოჯახო სასტუმროები და კვების ობიექტები. ტურის ფარგლებში გიდებმა და მედიის წარმომადგენლებმა თხილამურებითა და სნოუბორდით ისრიალეს.
ინფოტურის მიზანია ბახმაროში, ზაფხულის გარდა ზამთრის სეზონზე საერთაშორისო და შიდა მოგზაურთა მოზიდვა და კურორტის პოპულარიზაცია.